Thumbnail

ახალგაზრდა ქუთაისელი ჰიპ ჰოპ არტისტები ლუკა კვარაცხელია, ფსევდონიმით Kid L და ზუკა ბობოხიძე, იგივე Tops Toppen, ახალ კომპოზიციას "კონტრასტი" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებენ. ჩანაწერის ინსტრუმენტალი ქიდ ელს ეკუთვნის. მიქსინგის ავტორი კი HaruTune გახლავთ.

► ნახეთ: Kid L - ინდიგო 

► მოუსმინეთ: Kid L & Young Mic - არ ვშიშობ 

► მოუსმინეთ: მასტერი - Boom Ft. Kid L 

ლუკა კვარაცხელია ახალბედა მუსიკოსია, რომელიც მსმენელმა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო. მისი შემოქმედება რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ტრეკები "მე ვადნობ", "იმპულსი" და "ზეცისკენ სწრაფვა".

ზუკა დამწყები ჰიპ ჰოპ არტისტია. ქუთაისელი მუსიკოსი გაერთიანების "IV დასი" წევრი გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული