Thumbnail

ლექს-სენის 5 საყვარელი სიმღერა

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ლექს-სენის 5 საყვარელი კომპოზიცია. 

საკმაოდ რთულია მხოლოდ 5 საუკეთესო სიმღერის გამორჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი კერპი 2pac-ია, მაგრამ შევეცდები, რადგან სხვა გზა არ მაქვს. ბალანსისთვის ჯობს ვიყო დროში თანმიმდევრულიც და გავაერთიანო წარსული და აწმყო.

5. John Lennon - Imagine

ყოველთვის ვცდილობდი, სხვა ჟანრებშიც მომეძებნა ის ღირებულებები, რომელთა გამოც პატარაობიდანვე ჩემი მუსიკალური მიმდინარეობა, ჰიპ ჰოპი შემიყვარდა. როდესაც ჯონ ლენონს მოვუსმინე, მივხვდი, რატომაც მოსწონდათ და აღმერთებდნენ.

4. Fugees - Killing Me Softly With His Song

ამ ჯგუფმა და ულამაზესმა ლორინმა ჩაწერეს ქავერი, რომელიც წარმოუდგენელია, არ მიყვარდეს. როდესაც სნუპის, ქულიოს, ემსი ჰამერის მოსმენა ყელში ამოვიდოდა, ეს სიმღერა მალამოსავით ანეიტრალებდა ყველაფერს. ჩემი ბავშვობაა. 

3. Snoop Doggy Dogg - Gz аnd Hustlas

რა შეიძლება ითქვას კაცზე, რომელმაც ჰიპ ჰოპი შემაყვარა? მისი პირველი ალბომი დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის. სწორედ მისი მოსმენის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, თავადაც რეპერი გავმხდარიყავი.

2. Dr. Dre - Still D.R.E. ft. Snoop Dogg

ლეგენდარული ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველა საუკეთესო რეპერის გზა უკავშირდება. კაცი-საწყისი და მისი ეპოქალური ჰიტი.

1. 2pac - Only God Can Judge Me

ეს კაცი რეპის ღმერთია. მან ამოწურა ეს მიმდინარეობა და ალბათ, ამან გამოიწვია შემდგომში ჟანრის ასეთი ტრანსფორმაცია. ის იყო ჩემი შთაგონების წყარო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული