Thumbnail

მოუსმინეთ: Bryan Adams-მა და Jennifer Lopez-მა დუეტი ჩაწერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი მუსიკოსი ბრაიან ადამსი ახალ სინგლს That's How Strong Our Love Is ავრცელებს. კომპოზიცია სუპერვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი ბრაიანის ალბომში Shine a Light შევა, რომელიც გაყიდვაში 1 მარტს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში 12 სიმღერა გაერთიანდება. 

► ნახეთ: 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯენიფერ ლოპესი ტურნეს გამართავს

"ჯეილოსთან თანამშრომლობაზე სულ ვოცნებობდი. ორივეს ხმის ტემბრი ერთმანეთს ძალიან მოუხდა", - აღნიშნა ადამსმა.

ბრაიან ადამსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Please Forgive Me, (Everything I Do) I Do It for You და Have You Ever Really Loved A Woman? მოუტანა. 2008 წელს მან თბილისში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. 

ჯენიფერ ლოპესს კი კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული