Thumbnail

კრის კორნელზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ, რომლის პროდიუსერი ბრედ პიტი იქნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი ამერიკელი მუსიკოსის, კრის კორნელის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. სურათის რეჟისორი პიტერ ბერგია, პროდიუსერები კი არტისტის ცოლი ვიკი და ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი იქნებიან. ცნობილია, რომ პიტი და კრისი ერთმანეთის ახლო მეგობრები იყვნენ.

კორნელის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, სურათის გამოსვლის ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კრის კორნელმა მუსიკალური კარიერა 1984 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფებში Soundgarden და Audioslave მოღვაწეობით გახდა. არტისტის დისკოგრაფიაში 4 სოლო ალბომიც შედის. 2 გრემის მფლობელ შემსრულებელს 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გამოცემა Rolling Stone-მა ის ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2017 წლის 18 მაისს 52 წლის ასაკში მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული