Thumbnail

მოუსმინეთ: Avril Lavigne - I Fell In Love With the Devil

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი ავრილ ლავინი ახალ სიმღერას I Fell In Love With the Devil ავრცელებს. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Head Above Water შედის, რომელიც გაყიდვაში 15 თებერვალს ჩაეშვა. ნამუშევარი სულ 12 ჩანაწერს მოიცავს. ტრეკის ავტორი თავად მომღერალია.

► ნახეთ: Avril Lavigne - Tell Me It's Over

► Avril Lavigne: რატომ ფიქრობენ, რომ მოვკვდი და ორეული მყავს?

► ნახეთ: Avril Lavigne-მა სიმღერაზე Head Above Water ვიდეოკლიპი გადაიღო

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული