Thumbnail

ნახეთ: Lauv და Troye Sivan სიმღერის I’m So Tired კლიპს ავრცელებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი Lauv და ავსტრალიელი პოპვარსკვლავი ტროი სივანი ერთობლივ სიმღერაზე I’m So Tired გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. კომპოზიციის ავტორები არტისტები თავად არიან.

► ნახეთ: Lauv-მა და Troye Sivan-მა სიმღერა I’m So Tired შეასრულეს

► ნახეთ: Troye Sivan-მა სიმღერაზე Lucky Strike კლიპი გადაიღო

არი ლეფმა, სასცენო სახელით Lauv, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა I Like Me Better მოუტანა, რომელიც 2017 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. 

ტროი სივანმა კი პოპულარობა სადებიუტო სინგლისა და ალბომის გამოშვებისთანავე მოიპოვა. ის პარალელურად სამსახიობო კარიერითაცაა დაკავებული. არტისტი ისეთ ცნობილ ფილმში თამაშობდა, როგორიცაა X-Men Origins: Wolverine. მუსიკოსის შემოქმედება დრიმპოპსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული