Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Foals ახალი სიმღერა On The Luna და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Everything Not Saved Will Be Lost – Part 1 შევა, რომელიც გაყიდვაში 8 მარტს ჩაეშვება. ვიდეორგოლზე ალექს ნოულზმა იმუშავა.

► ნახეთ: Foals-მა ახალ სიმღერაზე Exits გადაღებული კლიპი გაავრცელა

Foals ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში 2005 წელს შეიქმნა. 3 წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ჩანაწერი Antidotes გაავრცელა. არტისტების ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Late Night, My Number და Inhaler.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული