Thumbnail

იუთუბზე პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, ლილ უზი ვერტისა და ფლეიბოი ქართის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი Left Right და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდა. კომპოზიცია, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინაა ჩაწერილი. ნამუშევრის პროდიუსერები Don Cannon, DJ Spinz და Maaly Raw არიან.

► მოუსმინეთ: Lil Uzi Vert & Playboi Carti - Throw It Up 

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსი. 

2010-იან წლებში დაიწყო მუსიკალური კარიერა ფლეიბოი ქართიმაც. 2018 წელს გამოშვებული სადებიუტო სტუდიური ალბომის Die Lit გარდა, მისი შემოქმედება ოფიციალურ მიქსტეიპსა და რამდენიმე სინგლს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული