Thumbnail

ნახეთ: 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯენიფერ ლოპესი ტურნეს გამართავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 50 წლის გახდება. მუსიკოსი იუბილეს აღსანიშნავად საკონცერტო ტურნეს It’s My Party: The Live Celebration გამართავს. ამის შესახებ მან ელენ დეჯენერესის შოუში ისაუბრა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა გრემის დაჯილდოებაზე იმღერა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან ორწლიან ურთიერთობას აღნიშნავს

► ფოტოგალერეა: Jennifer Lopez მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტს 17,5 მილიონად ყიდის

"ივლისში ჩემი დაბადების დღეა, 50 წლის ვხდები. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად მსურდა, რაღაც გრანდიოზული გამეკეთებინა. გადავწყვიტე, თაყვანისცემლებს საკონცერტო ტურნე შევთავაზო", - აღნიშნა ლოპესმა.

ამერიკული ტურნე 7 ივნისს დაიწყება, ბოლო შოუ კი 26 ივლისს მაიამიში ჩატარდება. კონცერტებთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული