Thumbnail

ამერიკელი სუპერვარსკვლავი კეტი პერი და დიჯეი Zedd ერთობლივ სინგლს 365 ავრცელებენ. მუსიკოსებმა თაყვანისცემლებს კომპოზიციაზე შექმნილი კლიპიც შესთავაზეს. ვიდეოზე რეჟისორმა უორენ ფუმ იმუშავა. 

► ნახეთ: Katy Perry-ს მისი ფეხსაცმლის გამო რასიზმში ადანაშაულებენ

► ნახეთ: დიჯეი Zedd-მა კომპოზიციაზე Happy Now გადაღებული კლიპი გაავრცელა

გრემის მფლობელი, წარმოშობით რუსი დიჯეის Zedd შემოქმედება EDM-სა და ჰაუს მუსიკას აერთიანებს. განსაკუთრებული წარმატება არტისტს კომპოზიციამ Stay მოუტანა, რომელიც 2017 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. ზედს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ლიამ პეინი და სელენა გომესი. 

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონი, იგივე Katy Perry, კარიერის დასაწყისში გოსპელს ასრულებდა. მუსიკოსს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული