Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga ფილმ A Star Is Born-ის გადაღებებზე Bad Romance-ს ასრულებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრედლი კუპერის პირველი სარეჟისორო ნამუშევარი A Star Is Born გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოსურათი აღმოჩნდა. ფილმი ოქროს გლობუსსა და ოსკარზე წარადგინეს. ლედი გაგამ კი შესრულებული როლისა და მის მიერ დაწერილი საუნდტრეკის Shallow წყალობით არაერთი ჯილდო და ნომინაცია დაიმსახურა.

► ნახეთ: Lady Gaga-ს ოქროს გლობუსი გადასცეს

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა კომპოზიცია Shallow შეასრულეს

► ნახეთ: Lady Gaga-მ ჰიტების Paparazzi და Poker Face ჯაზ ვერსიები შეასრულა

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფილმის გადასაღები მოედნიდან ვიდეო გავრცელდა, რომელშიც გაგა თავის ჰიტს Bad Romance ასრულებს.

9 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული