Thumbnail

გრემის დაჯილდოებას თვალს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებს. თუმცა, როგორც წესი, ყველაზე საინტერესო ამბები ცერემონიის მიღმა ხდება. გთავაზობთ დასამახსოვრებელ მომენტებს, რომლებიც ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ, რა ეცვათ ვარსკვლავებს 2019 წლის Grammy-ის დაჯილდოებაზე

► ფოტოგალერეა: 10 ყველაზე ცუდად ჩაცმული მუსიკოსი Grammy-ის დაჯილდოებაზე

Lady Gaga & Cardi B

ქარდი ბი პირველი ქალი რეპერია, რომლის სოლო ნამუშევარმაც გრემის ნომინაციაში "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი" გაიმარჯვა. ეს წარმატება გაგამ მას პირადად მიულოცა. 

Diana Ross

ლეგენდარული მუსიკოსი დაიანა როსი სცენაზე გასვლისთვის ემზადება. 

BTS

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS პირველი კეიპოპ ჯგუფი გახდა, რომელიც გრემის ერთ-ერთ კატეგორიაში წარადგინეს. ბიჭებმა ღონისძიებაზე "საუკეთესო არენბი ალბომის" ნომინაციაში გამარჯვებულიც გამოაცხადეს. 

Dua Lipa

წელს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ "საუკეთესო ახალბედა არტისტის" კატეგორიაში გამარჯვებულად ინგლისელი მომღერალი დუა ლიპა დაასახელა. 

Miley Cyrus

ფოტოზე მაილი საირუსი თავის მშობლებთან ერთადაა აღბეჭდილი. მუსიკოსმა წითელ ხალიჩაზე თავისი მხიარული განწყობით ფოტოგრაფების გული უდაოდ მოიგო. 

Anthony Kiedis & Flea

ამერიკული როკ ჯგუფის, Red Hot Chili Peppers-ის წევრები გრემის კულისებში გადაიღეს. კოლექტივმა ღონისძიებაზე Post Malone-თან ერთად იმღერა. 

Katy Perry, Mark Ronson, Troye Sivan & Charli XCX

მუსიკოსებმა ერთობლივი ფოტო გრემის ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე გადაიღეს. 

Jaden Smith, Pinkett Smith & Mark Wahlberg

დედა-შვილი სმიტები ცნობილ მსახიობთან, მარკ უოლბერგთან ერთად.

Lady Gaga & Noah Cyrus

ნოას ადგილზე ყოფნას, ალბათ, ბევრი ადამიანი ისურვებდა.

Jennifer Lopez

ჯეილომ არ დაიზარა და გრემის კულისებში მოცეკვავებთან ერთად ფოტო გადაიღო. 

Bebe Rexha

ბიბი რექსასთვის ცნობილ დიზაინერებს მისი წონის გამო სამოსის შეკერვა არ სურდათ. საბოლოოდ, არტისტი ცერემონიაზე Monsoori-ის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელმაც დისკომფორტი მომღერლის გვერდით მსხდომ ადამიანებს შეუქმნა.

Camila Cabello, Ricky Martin & J Balvin

არტისტებმა ცერემონია ერთობლივი პერფორმანსით გახსნეს. როგორც ჩანს, მუსიკოსები კულისებშიც კარგად გაერთნენ. 

Lady Gaga & Jennifer Lopez

უკომენტაროდ.

Post Malone & Toni Braxton

ფოტოგრაფებმა პოსტ მელოუნი და მომღერალი ტონი ბრექსტონიც აღბეჭდეს.

Lady Gaga & Mark Ronson

დაჯილდოების შემდეგ სპეციალური წვეულება მოეწყო, რომელსაც არაერთი ცნობილი არტისტი დაესწრო. მათ განწყობაზე კი გრემის მფლობელებმა, გაგამ და რონსონმა იზრუნეს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული