Thumbnail

ნახეთ: Childish Gambino-ს ახალი კომპოზიცია Google Pixel 3-ის რეკლამაში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

Google-მა სმარტფონის Pixel 3 სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ცნობილი მსახიობი და მუსიკოსი დონალდ გლოვერი, იგივე Childish Gambino მონაწილეობს. ვიზუალურ ნამუშევარში გამბინო თავის ახალ კომპოზიციაზე Human Sacrifice ანდროიდის ფუნქციის, playmoji-ს გამოყენებით ცეკვავს.

► Childish Gambino-მ გრემიზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია

მრავალჟანრობრივმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. გლოვერს კარიერის განმავლობაში გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მოპოვებული. ბრიტანულმა გამოცემა "თაიმსმა" კი ის 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. წარმატებული მუსიკალური კარიერის გარდა, დონალდი პოპულარული ტელესერიალის, Atlanta-ს ავტორიცაა, რომელშიც თავადვე მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული