Thumbnail

ნახეთ: Lil Baby ვიდეორგოლს Close Friends ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, კომპოზიციაზე Close Friends გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკი ლილ ბეიბისა და მისი ახლო მეგობრის, განას ერთობლივი მიქსტეიპის Drip Harder სინგლია.

► ნახეთ: Lil Baby ვიდეორგოლს Global ავრცელებს 

არტისტმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო. რეპერმა შარშან სოლო მიქსტეიპი Street Gossip, მის კოლეგასთან, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გამოაქვეყნა. ბეიბის განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული