Thumbnail

ნახეთ: 21 Savage გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, 100,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჯორჯიის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის დედასთან ერთად კერძო ვერტმფრენით მშობლიური ატლანტისკენ გაემგზავრა. სევიჯმა გისოსებს მიღმა 10 დღე გაატარა.

► შესაძლოა, ამერიკიდან 21 Savage-ის დეპორტაცია მოხდეს

► მოუსმინეთ: 21 Savage ახალ ალბომს I Am > I Was ავრცელებს 

► ნახეთ: 21 Savage-მა და J.Cole-მა კომპოზიციაზე A Lot კლიპი გადაიღეს 

არტისტი თებერვლის დასაწყისში საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. როგორც გაირკვა, ის ბრიტანეთის მოქალაქეა, მშობლების დაშორების შემდეგ, 7 წლის ასაკიდან კი ატლანტაში ცხოვრობს. რეპერს ვიზის განახლება არაერთხელ მოუწია, თუმცა, 2006 წლიდან ამერიკაში არალეგალურად იმყოფება. მისი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოსამართლის დარწმუნებას მოახერხებენ და აშშ-დან სევიჯის დეპორტაცია არ მოხდება. აღსანიშნავია, რომ მის გათავისუფლებას არაერთი მუსიკოსი მოითხოვდა. ჯეი ზიმ შემსრულებელს ადვოკატიც კი დაუქირავა.

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული