Thumbnail

მოუსმინეთ: Avril Lavigne - Dumb Blonde Feat. Nicki Minaj

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი ავრილ ლავინი ახალ სინგლს Dumb Blonde ავრცელებს. კომპოზიცია ამერიკელ რეპერთან, ნიკი მინაჟთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი მომღერლის რიგით მეექვსე ალბომში Head Above Water შევა, რომელიც გაყიდვაში 15 თებერვალს ჩაეშვება. ნამუშევარში სულ 12 ჩანაწერი გაერთიანდება. 

► Avril Lavigne: რატომ ფიქრობენ, რომ მოვკვდი და ორეული მყავს?

► ნახეთ: Avril Lavigne-მა სიმღერაზე Head Above Water ვიდეოკლიპი გადაიღო

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული