Thumbnail

ნახეთ: Weezer-ის ახალ კლიპში Stranger Things-ის მსახიობი, ფინ ვულფჰარდი მონაწილეობს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Weezer ნორვეგიული კოლექტივის, A-ha-ს საკულტო სინგლის Take On Me ქავერ ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. კომპოზიციას ბენდი პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის ვარსკვლავთან, ფინ ვულფჰარდთან ერთად ასრულებს. ტრეკი ჯგუფის ახალ ნამუშევარში Teal Album შედის, რომელიც გაყიდვაში 24 იანვარს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Weezer-მა ახალი ქავერ ჩანაწერი Teal Album გამოუშვა

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში ფინ ვულფჰარდის ჯგუფის Calpurnia წევრები მონაწილეობენ. ისინი 80-იანი წლების როკ ვარსკვლავებს განასახიერებენ.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 12 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული