Thumbnail

ნახეთ: Mike Will Made It ვიდეორგოლს Kill 'Em With Success ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ატლანტელი პროდიუსერი მაიკლ უილიამსი, ფსევდონიმით Mike Will Made It, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს კომპოზიციაზე Kill 'Em With Success გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში პოპულარული რეპერები Eearz, ScHoolboy Q და 2 Chainz მონაწილეობენ. ნამუშევარი ფილმ Creed II-ის საუნდტრეკების ალბომში შედის, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ მაიქ უილი გახლავთ.

► მოუსმინეთ: პროდიუსერი Mike Will Made It ფილმის Creed II საუნდტრეკების ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Mike Will Made It, Young Thug და Swae Lee ტრეკს Fate ცოცხლად ასრულებენ 

მაიკლმა მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი შემოქმედება 2017 წლის სადებიუტო ალბომს Ransom 2 და რამდენიმე მიქსტეიპს აერთიანებს. ატლანტელი მუსიკოსი არაერთი ჰიტის ავტორია, რომელთა შორისაა Humble., DNA., Mercy, No Lie, Pour It Up, No Flex Zone, Black Beatles და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული