Thumbnail

ნახეთ: Camila Cabello-მ Ricky Martin-თან და J Balvin-თან ერთად Havana შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში გამართული გრემის დაჯილდოება წარმოშობით კუბელმა პოპვარსკვლავმა, კამილა კაბეიომ გახსნა. მუსიკოსმა თავისი ჰიტი Havana პუერტორიკოელ რიკი მარტინთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად შეასრულა. არტისტებს აკომპანირებას ცნობილი მესაყვირე, არტურო სანდოვალი უწევდა. 

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ: Camila Cabello ჟურნალ Marie Claire-ის ფოტოსესიაში

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსისას რიკიმ საკუთარი კომპოზიციის Pégate, ბალვინმა კი ტრეკის Mi Gente ნაწყვეტებიც იმღერეს. 

შეგახსენებთ, რომ წელს კამილას სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Camila გრემიზე "საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის" კატეგორიაში, ხოლო კომპოზიცია Havana "პოპ სოლო პერფორმანსის" ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა, მუსიკოსმა ოქროს გრამოფონის მოგება ვერ მოახერხა.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 736 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული