Thumbnail

შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, გავლენიანმა მუსიკოსმა, ალიშა ქისმა ახალი კომპოზიცია Raise A Man გაავრცელა. ნამუშევარში ჰიპ ჰოპ არტისტ The-Dream-ის ვოკალია გამოყენებული. ჩანაწერის ინსტრუმენტალი თავად ალიშას ეკუთვნის.

► ნახეთ: Alicia Keys-მა ქმარს, Swizz Beatz-ს $150,000-იანი ავტომობილი აჩუქა 

მომღერალმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული