Thumbnail

ნახეთ: Fatoumata Diawara-მ გრემიზე სიმღერა Negue Negue შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია მთავარ დაჯილდოებამდე სპეციალურ ცერემონიას მართავს, რომელზეც მეორეხარისხოვან კატეგორიებში გამარჯვებულებს ასახელებს. წლევანდელ ღონისძიებაზე პერფორმანსით მალელი არტისტი, ფატუმატა დიავარა წარდგა და სიმღერა Negue Negue შეასრულა. კომპოზიცია მუსიკოსის ალბომში Fenfo შედის, რომელიც გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვა.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

Fenfo წელს გრემიზე "საუკეთესო ეთნო ალბომის" კატეგორიაში იყო წარდგენილი. თუმცა, ამ ნომინაციაში გამარჯვება სამხრეთაფრიკულმა ჯგუფმა Soweto Gospel Choir მოიპოვა.

მსახიობმა და მუსიკოსმა, ფატუმატა დიავარამ სადებიუტო ალბომი Fatou თაყვანისმცემლებს 2011 წელს შესთავაზა. ჩანაწერი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Bissa და Clandestin მოუტანა. შარშან შემსრულებელმა ბრიტანულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად კომპოზიცია Ultimatum ჩაწერა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული