Thumbnail

ნახეთ: Travis Scott-მა გრემიზე Stop Trying To Be God და No Bystanders შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ტრევის სკოტმა ლოს ანჯელესში გამართულ გრემის დაჯილდოებაზე კომპოზიციები Stop Trying To Be God და No Bystanders შეასრულა. პერფორმანსისას მას სცენაზე პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯეიმ ბლეიკი და ლეგენდარული პროდიუსერი, მაიქ დინი შეუერთდნენ.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია 

► ნახეთ: დრეიქმა გრემის მიღებისას აღნიშნა, რომ ეს ჯილდო არაფერს ნიშნავს

► ნახეთ: Travis Scott ვიდეორგოლს Can't Say ავრცელებს

ჰიუსტონელი მუსიკოსი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა, ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლო.

ტრევისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული