Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga-მ გრემიზე სიმღერა Shallow შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში გრემის 61-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე სუპერვარსკვლავმა, ლედი გაგამ მისი და ბრედლი კუპერის ჰიტი Shallow ცოცხლად შეასრულა. არტისტს აკომპანირებას ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, მარკ რონსონი უწევდა, რომელმაც ეს სიმღერა გაგასთან ერთად დაწერა.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ: ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა კომპოზიცია Shallow შეასრულეს

► ნახეთ: Lady Gaga-მ ჰიტების Paparazzi და Poker Face ჯაზ ვერსიები შეასრულა

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა წელს გრემი კატეგორიებში "დუეტის/ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსი" და "ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი კომპოზიცია" მიიღო. არტისტი "საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის" ნომინაციაშიც დაჯილდოვდა. 

9 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული