Thumbnail

ვეტერანმა რეპერმა, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", მიმდინარე წელს პირველი კომპოზიცია Field Negro გამოაქვეყნა. ჩანაწერში მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაზე საუბრობს. ნამუშევრის პროდიუსერი არტისტი თავად გახლავთ.

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Cocaine ავრცელებს 

► ნახეთ: Eminem-ისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა 

► ნახეთ: რეპერმა Royce Da 5'9" კომპოზიციაზე Summer On Lock კლიპი გადაიღო 

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof, მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული