Thumbnail

ნახეთ: დაიანა როსმა გრემიზე ორი სიმღერა შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, დაიანა როსმა გრემის ცერემონიაზე კომპოზიციები The Best Years of My Life და Reach Out and Touch (Somebody’s Hand) შეასრულა. მანამდე, არტისტს "მიღწევების მდიდარი ისტორიისთვის" საპატიო ჯილდოც გადასცეს.

დაიანა როსმა მუსიკალური კარიერა 1959 წელს ლეგენდარულ ჯგუფ The Supremes-ში მოღვაწეობით დაიწყო. სადებიუტო სოლო ალბომი კი მან 1970 წელს გამოსცა. 1993-ში დაიანა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი არტისტი. 1988 წელს კი ის The Supremes-თან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული