Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკა ცქიტიშვილი, ფსევდონიმით Cozy K, მსმენელს ახალი ტრეკით Glass Walls დაუბრუნდა. ინგლისურენოვანი ჩანაწერის პროდიუსერი სანდრო ეჯიბია, იგივე Cipher გახლავთ.

► მოუსმინეთ: Cozy K - Sympathies Within 

► მოუსმინეთ: ქართველი არტისტი Cozy K სადებიუტო მიქსტეიპს P.O.V ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Cozy K - Confessions 

ქოზი ქეიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს, სადებიუტო ტრეკით Grindin' დაიწყო. ის რეჩიტატივს ძირითადად ინგლისურ ენაზე კითხულობს. ახალგაზრდა რეპერის შემოქმედება დღეისთვის ათამდე სოლო ჩანაწერსა და სადებიუტო მიქსტეიპს P.O.V აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული