Thumbnail

ნახეთ: Offset-ის ალბომის თიზერში Cardi B-ის მშობიარობის კადრები მოხვდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარი სეფასის, იგივე Offset-ის სადებიუტო სოლო ალბომი გაყიდვაში 22 თებერვალს ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ Migos-ის ლეიბლმა, Quality Control Music-მა გაავრცელა და ტვიტერზე სტუდიური ჩანაწერის თიზერიც გამოაქვეყნა.

► ნახეთ: 11 წლის Offset-ი უიტნი ჰიუსტონის კლიპში მონაწილეობს 

► ნახეთ: რეპერები Kodak Black, Travis Scott და Offset ტრეკის ZEZE კლიპს ავრცელებენ

45-წამიან ვიდეოში ოფსეთის ცოლის, გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის მშობიარობის კადრებიც შედის. აღსანიშნავია, რომ წყვილს გოგონა შარშან შეეძინა.

ოფსეთმა შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ "მიგოსში" მოღვაწეობით მოიპოვა. შარშან არტისტმა თაყვანისცემლებს კოლაბორაციული ალბომი Without Warning შესთავაზა, რომელიც რეპერ 21 Savage-თან და პროდიუსერ Metro Boomin-თან ერთადაა ჩაწერილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული