ლოს ანჯელესში, გრემის 61-ე ცერემონიაზე ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რჩეულები გამოვლინდნენ. გრანდიოზული შოუს გარდა, მაყურებლის ყურადღება წითელმა ხალიჩამაც მიიქცია, რომელზეც თავს ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები იწონებდნენ.
► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია
► ფოტოგალერეა: 25 გამორჩეული ჩაცმულობა Grammy-ის ისტორიაში
გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული ვარსკვლავების ფოტოებს:
Cardi B
ქარდი ბიმ არჩევანი "მუგლერის" 1995 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთ კაბაზე შეაჩერა.

Alicia Keys
ცერემონიის წამყვანი, ალიშა ქისი Armani Privé-ის წითელ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

BTS
BTS-ის წევრები დაჯილდოებაზე კორეელი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.

Lady Gaga
2019 წლის გრემიზე ლედი გაგამ სამი ოქროს გრამოფონის მოგება შეძლო. "სელინის" ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა ვარსკვლავმა თავი წითელ ხალიჩაზეც დაგვამახსოვრა.

St. Vincent
ენი კლარკმა ცერემონიისთვის ჟანბატისტა ვალის საღამოს კაბა მოირგო.

Shawn Mendes
კანადელი ვარსკვლავი შონ მენდესი პოლ სმიტის ლურჯ სამოსში სიმპატიურად გამოიყურებოდა.

Jennifer Lopez
ჯენიფერ ლოპესს საღამოზე "რალფ & რუსო" ეცვა.

Dua Lipa
დუა ლიპა "ვერსაჩეს" ვერცხლისფერ კაბაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

Kacey Musgraves
2019 წლის გრემის ტრიუმფატორს "ვალენტინოს" კაბა ეცვა.

Bebe Rexha
არტისტი ცერემონიაზე Monsoori-ს კაბაში გამოწყობილი მივიდა.

Camila Cabello
კამილა კაბეიომ არჩევანი "არმანის" კაბაზე შეაჩერა.

Janelle Monáe
ჟან პოლ გოტიეს სამოსში გამოწყობილმა ჯანელ მონემ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღება ადვილად მიიქცია.

Katy Perry
კეტი პერი დაჯილდოებაზე "ბალმანის" კაბით მივიდა.

Miley Cyrus
მაილი საირუსი წითელ ხალიჩაზე "მუგლერის" სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება მომღერლის ფეხსაცმელმა დაიმსახურა, რომლის ქუსლებზეც მისი ინიციალები ეწერა.

H.E.R
მომღერალს Coach-ის ტანსაცმელი საოცრად უხდებოდა.

Jorja Smith
ჯორჯა სმიტი წითელ ხალიჩაზე ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

Dj Zedd
დიჯეი ზედს "არმანის" შავი კოსტიუმი ეცვა.

Ella Mai
ელა მაის ლურჯი კაბა ჟურნალისტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.

Leon Bridges
ლიონ ბრიჯესმა არჩევანი Bode-ის სამოსზე გააკეთა.

Toni Braxton
მომღერალ ტონი ბრექსტონს გამჭვირვალე ლურჯი ფერის კაბა ეცვა.

კომენტარები