Thumbnail

Childish Gambino-მ გრემიზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკოსისა და მსახიობის, დონალდ გლოვერის, იგივე Childish Gambino-ს ჰიტი This Is America პირველი რეპ ნამუშევარია, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში "წლის საუკეთესო ჩანაწერის" ნომინაციაში გაიმარჯვა. ცერემონიას, რომელიც 10 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართა, თავად გამბინო არ დასწრებია.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია 

► Cardi B პირველი ქალი რეპერია, რომელმაც გრემი წლის რეპ ალბომის ნომინაციაში მოიგო

► 2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიცია 

მრავალჟანრობრივმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. გლოვერს ტრადიციული არენბი შესრულების კატეგორიაში გრემის ჯილდოც აქვს მოპოვებული. ბრიტანულმა გამოცემა "თაიმსმა" კი ის 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. წარმატებული მუსიკალური კარიერის გარდა, დონალდი პოპულარული ტელესერიალის, Atlanta-ს ავტორიცაა, რომელშიც თავადვე მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული