Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა გრემის დაჯილდოებაზე იმღერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი გრემის დაჯილდოების 61-ე ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა. საკუთარი გამოსვლა 49 წლის მუსიკოსმა Motown Records-ს მიუძღვნა. მან სწორედ ამ ლეიბლის მიერ გამოცემული ჰიტები: Dancing in the Street, Please Mr. Postman, The Best Things in Life Are Free, Do You Love Me და სხვა სიმღერები შეასრულა.

► ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

► ნახეთ: Post Malone და Red Hot Chili Peppers გრემიზე საერთო პერფორმანსით წარდგნენ

► ნახეთ: St. Vincent-მა და Dua Lipa-მ გრემიზე ერთად იმღერეს

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული