Thumbnail

ნახეთ: Grammy 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლოს ანჯელესში გრემის დაჯილდოების 61-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ტრიუმფატორი 4 ოქროს გრამოფონით Kacey Musgraves გახდა. მან ჯილდოები წლის ალბომის, საუკეთესო ქანთრი ალბომის, ქანთრი სიმღერისა და ქანთრი სოლო პერფორმანსის კატეგორიებში მოიპოვა. 

► 2018 წლის 50 საუკეთესო ალბომი

► 2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიცია

დონალდ გლოვერის, ფსევდონიმით Childish Gambino, კომპოზიცია This is America პირველი რეპ ნამუშევარი გახდა, რომელმაც გრემის ისტორიაში წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაცია მოიგო. არტისტი ასევე საუკეთესო ვიდეორგოლის, სიმღერის და წლის ჰიპ ჰოპ პერფორმანსის კატეგორიებში დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ცერემონიას არ დასწრებია.

Cardi B კი პირველი ქალი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომლის ნამუშევარმა Invasion Of Privacy წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

აკადემიის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად, Jay-Z-ისა და ბიონსეს ნამუშევარმა Everything Is Love საუკეთესო თანამედროვე ურბანული ალბომის კატეგორიაში გრემი დაიმსახურა. ამ გამარჯვებით ჯეი ზიმ კარიერაში 22-ე გრემი ჩაიწერა, ქანიე ვესთს გადაასწრო და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე რეპერი გახდა.

► ნახეთ: დრეიქმა გრემის მიღებისას აღნიშნა, რომ ეს ჯილდო არაფერს ნიშნავს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა გრემის დაჯილდოებაზე იმღერა

აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში "საუკეთესო რეპ პერფორმანსი" ორი გამარჯვებული დასახელდა. ჯილდოები ანდერსონ ფექის ნამუშევარს Bubblin, ასევე, ქენდრიქ ლამარის, ჯეი როქის, ჯეიმს ბლეიკისა და Future-ს მიერ შესრულებულ King’s Dead-ს ერგოთ.

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ნომინანტები იმ არტისტთა შორის გამოარჩია, რომელთა ნამუშევრები 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში გამოვიდა.

გთავაზობთ დაჯილდოების ძირითად კატეგორიებსა და გამარჯვებულებს:

საუკეთესო ალბომი:

Cardi B - Invasion of Privacy
Brandi Carlile - By the Way, I Forgive You
Drake - Scorpion
H.E.R. - H.E.R.
Post Malone - Beerbongs & Bentleys
Janelle Monae - Dirty Computer
Kacey Musgraves - Golden Hour
Kendrick Lamar & Various Artists - Black Panther: The Album

საუკეთესო ჩანაწერი:

Cardi B, Bad Bunny & J Balvin - I Like It
Brandi Carlile - The Joke
Childish Gambino - This Is America
Drake - God's Plan
Lady Gaga & Bradley Cooper - Shallow
Kendrick Lamar & SZA - All the Stars
Post Malone & 21 Savage - Rockstar
Zedd, Maren Morris & Grey - The Middle

საუკეთესო სიმღერა:

Kendrick Lamar & SZA - All the Stars
Ella Mai - Boo'd Up
Drake - God's Plan
Shawn Mendes - In My Blood
Brandi Carlile - The Joke
Zedd, Maren Morris & Grey - The Middle
Lady Gaga & Bradley Cooper - Shallow
Childish Gambino - This Is America

საუკეთესო ახალბედა არტისტი:

Chloe x Halle
Luke Combs
Greta Van Fleet
H.E.R.
Dua Lipa
Margo Price
Bebe Rexha
Jorja Smith

საუკეთესო ვიდეორგოლი:

The Carters - Apeshit
Childish Gambino - This Is America
Joyner Lucas - I'm Not Racist
Janelle Monae - Pynk
Tierra Whack - Mumbo Jumbo

საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსი:

Beck - Colors
Camila Cabello - Havana (Live)
Ariana Grande - God Is a Woman
Lady Gaga - Joanne (Where Do You Think You’re Goin’?)
Post Malone - Better Now

დუეტის/ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსი:

Christina Aguilera & Demi Lovato - Fall In Line
Backstreet Boys - Don’t Go Breaking My Heart
Lady Gaga & Bradley Cooper - Shallow
Maroon 5 & Cardi B - Girls Like You
Justin Timberlake & Chris Stapleton - Say Something
Zedd, Maren Morris & Grey - The Middle

საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომი:

Camila Cabello - Camila
Kelly Clarkson - Meaning of Life
Ariana Grande - Sweetener
Shawn Mendes - Shawn Mendes
Pink - Beautiful Trauma
Taylor Swift - Reputation

საუკეთესო ჰიპ ჰოპ პერფორმანსი:

Cardi B - Be Careful
Drake - Nice for What
Kendrick Lamar, Jay Rock, Future, & James Blake - King’s Dead
Anderson .Paak - Bubblin
Travis Scott, Drake, Big Hawk, & Swae Lee - Sicko Mode

საუკეთესო ჰიპ ჰოპ/ვოკალური პერფორმანსი:

Christina Aguilera & Goldlink - Like I Do
6LACK & J. Cole - Pretty Little Fears
Childish Gambino - This Is America
Kendrick Lamar & SZA - All the Stars
Post Malone & 21 Savage - Rockstar

საუკეთესო ჰიპ ჰოპ ტრეკი:

Drake - God’s Plan
Kendrick Lamar, Jay Rock, Future, & James Blake - King’s Dead
Eminem - Lucky You
Travis Scott, Drake, Big Hawk, & Swae Lee - Sicko Mode
Jay Rock & Kendrick Lamar - Win

საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი:

Cardi B - Invasion of Privacy
Mac Miller- Swimming
Nipsey Hussle - Victory Lap
Pusha T - Daytona
Travis Scott - Astroworld

საუკეთესო როკ პერფორმანსი:

Arctic Monkeys - Four Out of Five
Chris Cornell - When Bad Does Good
THE FEVER 333 - Made An America
Greta Van Fleet - Highway Tune
Halestorm - Uncomfortable

საუკეთესო როკ სიმღერა:

Greta Van Fleet - Black Smoke Rising
Twenty One Pilots - Jumpsuit
Bring Me the Horizon - MANTRA
St. Vincent - Masseduction
Ghost - Rats

საუკეთესო როკ ალბომი:

Alice in Chains - Rainier Fog
Fall Out Boy - M A N I A
Ghost - Prequelle
Greta Van Fleet - From the Fires
Weezer - Pacific Daydream

საუკეთესო ალტერნატიული ალბომი:

Arctic Monkeys - Tranquility Base Hotel & Casino
Beck - Colors
Björk - Utopia
David Byrne - American Utopia
St. Vincent - Masseduction

საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი:

Jon Hopkins - Singularity
Justice - Woman
Sofi Tukker - Treehouse
SOPHIE - Oil of Every Pearl’s Un-Insides
TOKiMONSTA - Lune Rouge

საუკეთესო ქანთრი ალბომი:

Kelsea Ballerini - Unapologetically
Brothers Osborne - Port Saint Joe
Ashley McBryde - Girl Going Nowhere
Kacey Musgraves - Golden Hour
Chris Stapleton - From A Room: Volume 2

კომენტარები

ბოლოს დამატებული