Thumbnail

ნახეთ: ქართველი რეპერი Kriss ახალ კომპოზიციას "KRისტერიკა" ავრცელებს

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

დამწყები რეპერი კრისტი კვიწინია, სასცენო სახელით Kriss, კომპოზიციას "KRისტერიკა" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი კრისტის გამოცდილი კოლეგა ლაშა აბრამიძე, იგივე Cas-ია. კომპოზიციაში სწორედ მისი ედლიბებია გამოყენებული. ნამუშევარში ასევე პოპულარული შემსრულებელი ზაზა ნოზაძე, ფსევდონიმით Sf-x, მონაწილეობს. 

► რეპერი SF-X სადებიუტო ალბომს "თბილისიდან" ავრცელებს

კრისტიმ მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტი ჰიპ ჰოპ გაერთიანება "ქსელი 56"-ის წევრი გახდა. დღეისთვის მისი შემოქმედება სამ სოლო კომპოზიციას აერთიანებს. ამის გარდა, რეპერი ზაზა ნოზაძის სადებიუტო ალბომის "თბილისიდან" ჩაწერაშიც მონაწილეობდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული