Thumbnail

Ariana Grande გრემის ორგანიზატორებთან კონფლიქტის გამო ცერემონიას აღარ დაესწრება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი არიანა გრანდე გრემიზე ქალის საუკეთესო სოლო პოპ შესრულებისა და პოპ ალბომის კატეგორიაშია ნომინირებული. მუსიკოსი დაჯილდოებაზე პერფორმანსითაც უნდა წარმდგარიყო, თუმცა, ცერემონიის ორგანიზატორებთან კონფლიქტის გამო, ღონისძიებას აღარ დაესწრება.

► ნახეთ: Ariana Grande კლიპზე 7 rings მუშაობის კადრებს ავრცელებს

► მოუსმინეთ: Ariana Grande-მ რეპერ 2 Chainz-თან ერთად 7 rings-ის რემიქსი ჩაწერა

► ნახეთ: რუსი არტისტი არიანა გრანდეს ნახატის "მოპარვაში" ადანაშაულებს

გამოცემა Variety-ს ინფორმაციით, გრანდეს დაჯილდოებაზე ახალი ჰიტის 7 rings შესრულება სურდა, გრემის პროდიუსერებმა კი განუცხადეს, რომ კომპოზიცია მხოლოდ პერფორმანსის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ორგანიზატორების მოთხოვნამ არიანა გააღიზიანა და ცერემონიაზე დასწრება გადაიფიქრა.

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის 2019 წლის დაჯილდოება 10 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება. ღონისძიებაზე არაერთი ცნობილი მუსიკოსი, მათ შორის Lady Gaga, Cardi B და Dua Lipa იმღერებენ.

აღსანიშნავია, რომ 7 rings შემსრულებლის ალბომში Thank U, Next შევა, რომელიც გრემიმდე ორი დღით ადრე, 8 თებერვალს ჩაეშვება გაყიდვაში.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. ბოლო ალბომი Sweetener შემსრულებელმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული