კანადელი სუპერვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და მისი ცოლი, მოდელი ჰეილი ბოლდუინი ჟურნალ "ვოგის" მარტის ნომრის სტუმრები არიან. წყვილის ფოტო გამოცემის ყდაზეც დაიბეჭდება.
► ფოტოგალერეა: Justin Bieber-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა
► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინთან ქორწინება დაადასტურა
პაკო რაბანის, სტელა მაკკარტნისა და "დოლჩე & გაბანას" სამოსში გამოწყობილ ჯასტინსა და ჰეილის სურათები ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ენი ლებოვიცმა გადაუღო.
ჯასტინი და ჰეილი შარშან ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე, ერთ-ერთ რესტორანში სთხოვა. სექტემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.
ჯასტინ დრიუ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,Sorry, Baby და What Do You Mean? მოუტანა.
კომენტარები