Thumbnail

ნახეთ: ნანი ბრეგვაძემ სიმღერა "ისევ წვიმს" შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თბილისის მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" 2018 წლის 22 დეკემბერს ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის, ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. 

► ნახეთ: ნანი ბრეგვაძემ "გზები მაინც გამინათე, მთვარეო" შეასრულა

► ნახეთ: ნანი ბრეგვაძემ "შემოდგომის ყვავილებს" იმღერა

ორსაათიანი ღონისძიების განმავლობაში 82 წლის მომღერალმა კომპოზიციები ნიკოლოზ რაჭველის აკომპანემენტით შეასრულა. მუსიკოსმა არაერთი ცნობილი ნამუშევარი, მათ შორის კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის "ისევ წვიმს" იმღერა, რომლის ტექსტიც მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის.

ნანი ბრეგვაძე - ისევ წვიმს

🎙ნანი ბრეგვაძე - ისევ წვიმს (მულტიფუნქციური სივრცე Republic • რესპუბლიკა) 🎹 კონცერტმაისტერი - ნიკოლოზ რაჭველი 🎵 კომპოზიტორი - ვაჟა აზარაშვილი

Posted by popmusic on Thursday, 7 February 2019

 

ნანი ბრეგვაძემ კარიერა 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. მუსიკოსი ასევე ჯგუფების "ორერასა" და "რეროს" სოლიტიც იყო. პოპვარსკვლავის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა არაერთ ცნობილ ქართულ კინოფილმშია შესაძლებელი, მათ შორისაა "ვერის უბნის მელოდიები", "შეხვედრა მთაში" და სხვა

კომენტარები

ბოლოს დამატებული