Thumbnail

6ix9ine-ს მისი შვილის დედა სასტიკ ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფ რეპერს, Tekashi 6ix9ine-ს მისი ყოფილი შეყვარებული და შვილის დედა, სარა მოლინა სასტიკ ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გამოცემა The Daily Beast-თან ისაუბრა.

► "დაჯგუფებას ყაჩაღობასა და მკვლელობაში ვეხმარებოდი" - 6ix9ine-მა 9 დანაშაული აღიარა

 სნუპ დოგი: Tekashi 6ix9ine ჩამშვებია, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა

► 50 Cent: მგონია, რომ Tekashi 6ix9ine-მა ყველა ჩაუშვა

"ტეკაში ოქტომბერში დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში ზუსტად 2 საათის განმავლობაში მცემდა. მაშინ საკუთარ მენეჯერთან უთანხმოება ჰქონდა. ყურში მუშტებს ისე მირტყამდა, მეგონა, დავყრუვდი. შემდეგ ჩემს დახრჩობას ცდილობდა, თან მიყვიროდა, რომ გასულ წელს 70 ქალთან იწვა და რამდენიმე მათგანი დაორსულდა კიდეც. დილით გამაღვიძა და მაიძულა, მასთან სექსი მქონოდა. ვტიროდი, ძალიან ცუდად ვიყავი... ერთხელ კი მან მანქანაში ჩვენი პატარა ბავშვის თვალწინ თმით მითრია და სახეში მირტყა. საშინელება იყო",- გაიხსენა სარა მოლინამ.

აღსანიშნავია, რომ წყვილს რომანტიკული ურთიერთობა 7 წლის განმავლობაში ჰქონდა. მათ 3 წლის გოგონაც ჰყავთ.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან ცოტა ხნის წინ ცხრა ბრალდება აღიარა, მათ შორის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი, რეკეტში მონაწილეობა, იარაღის უკანონო ფლობა, ნარკოდანაშაული და სხვა ძალადობრივი ქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ ჰიპ ჰოპ არტისტი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, გისოსებს მიღმა მინიმუმ 47 წელს გაატარებდა. ახლა კი მისი სასჯელის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდება. სიქსნაინის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული