Thumbnail

ნახეთ: Pet Shop Boys-მა ახალი კომპოზიცია Give Stupidity A Chance გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული სინთ პოპ დუეტი Pet Shop Boys ახალ კომპოზიციას Give Stupidity A Chance და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეოს ავრცელებს. სიმღერა ბრიტანელი მუსიკოსების სტუდიურ ჩანაწერში Agenda შევა, რომელიც გაყიდვაში 8 თებერვალს ჩაეშვება. ნამუშევარში სულ 4 ტრეკი გაერთიანდება.

კომპოზიციაში არტისტები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანს, მაიკლ გოუვის აკრიტიკებენ, რომელიც Brexit-ის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ Pet Shop Boys ლონდონში 1981 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული და ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ დუეტად ითვლებიან. 2016 წელს ჯგუფმა რიგით მეცამეტე ალბომი Super გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული