Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შეყვარებულთან ორწლიან ურთიერთობას აღნიშნავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლის ყოფილ ვარსკვლავთან, ალექს როდრიგესთან ურთიერთობის ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა და შეყვარებულს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

► ფოტოგალერეა: Jennifer Lopez მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტს 17,5 მილიონად ყიდის

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

"მხიარულების, თავგადასავლებისა და ნამდვილი მეგობრობის ორი წელი. ჩემი ცხოვრება უფრო მშვენიერი და სტაბილურია. შენთან თავი თინეიჯერი მგონია. ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ერთმანეთი ამოვწურეთ, მოულოდნელად მახსენებ, რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ. ძალიან მიყვარხარ!" - დაწერა ჯენიფერმა. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული