Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, აკაკი ბაბუნაშვილი, სასცენო სახელით შავი პრინცი, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანმა რეპერმა, ჯერონიმომ ფეისბუქზე გაავრცელა. არტისტის ოჯახის თქმით, სიკვდილის მიზეზი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. 

► შავი პრინცი 1971-2019

შურიკ მაგრად გატეხე... R.I.P.

Posted by ჩიხლაძე ე. ა. on Monday, February 4, 2019


შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში დაიწყო. 1993 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილები" შექმნა, 1999 წელს კი სადებიუტო ალბომი "იძებნება" გამოუშვა. რეპერს პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: "ჩემი ძმები", "შიმშილი", "ბაბე", "შენი მეგობარი ქალი", "მი ბანდიტო", "ავიარე ჩავიარე", "მუღამი მაქვს შენი" და სხვა. არტისტი ასევე ფსევდონიმით Prince P მოღვაწეობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული