Thumbnail

Madonna-ს ისრაელში ევროვიზიაზე სიმღერისთვის მილიონს სთავაზობენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს თელ-ავივში მაისში გაიმართება. ებრაელი მილიარდერი, ბიზნესმენი სილვენ ადამსი კი ლეგენდარულ ამერიკელ არტისტს, მადონას ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს.

► ნახეთ: Madonna ახალ ალბომზე მუშაობის ამსახველ კადრებს ავრცელებს

► ბილბორდმა Madonna ყველა დროის საუკეთესო მუსიკოს ქალად დაასახელა

► ნახეთ: მადონა Vogue-ის ფოტოსესიაში

"ადამსის აზრით, დიდი მუსიკოსების, მათ შორის მადონას პერფორმანსი ევროვიზიის მიმართ ინტერესს გაზრდის და ღონისძიების მასშტაბურ გაშუქებას ხელს შეუწყობს. ამის გარდა, მაყურებელს ისრაელის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა", - განაცხადა ბიზნესმენის წარმომადგენელმა.

ჯერჯერობით უცნობია, დასთანხმდება თუ არა მადონა შეთავაზებას. საზოგადოების კრიტიკის გამო მუსიკოსები ისრაელში კონცერტების გამართვას ერიდებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, Coldplay და Elton John-იც ვიხილოთ. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი არტისტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. 

შარშან კონკურსის მოგება ისრაელის წარმომადგენელმა, კონკურსანტმა Netta-მ სიმღერით Toy შეძლო. მან ქვეყანას ევროფესტივალზე რიგით მეოთხე გამარჯვება მოუტანა. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდ ტელეშოუდ ითვლება. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მას თვალს 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს. თავის დროზე ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ისეთ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აქვთ მოგებული, როგორებიც არიან ABBA, სელინ დიონი და ფრანც გალი.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული