Thumbnail

ლევან ბუთხუზის 5 საყვარელი სიმღერა

SEED საქართველოს დირექტორის, ლევან ბუთხუზის 5 საყვარელი კომპოზიცია.

 5. Pink Floyd - Time

იმის მიუხედავად, რომ Тhe Dark Side of the Moon 1973 წელს გამოვიდა, ჩემამდე, მახსოვს, თინეიჯერობისას, 80-იანებში მოაღწია. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მთელი ჩემი სამეგობრო Pink Floyd-ზე "შევჯექით". კომპოზიციაში, თავად მუსიკის გარდა, კონტექსტიც მხიბლავს. მას ყველაზე კარგად ფრაზა The moments that make up the dull day გამოხატავს, რომელიც ჩვენი კიდევ ერთი იმდროინდელი გატაცების, გოეთეს სიტყვებს "შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!" ემთხვევა.

4. Ella Fitzgerald - Mr. Paganini 

 ჯაზი ყოველთვის ჩემი ვნება იყო. განსაკუთრებით ბგერების ბუნებაში არარსებული ჰარმონია მხიბლავდა, რომელსაც მხოლოდ ადამიანი ქმნის. ამ სიმღერის ბევრი ფიცჯერალდისეული ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის შესრულება მომწონს, რომელიც ამ უხარისხო ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ. 

3. Ozzy Osbourne - Crazy Train 

ესეც "პინკ ფლოიდის" დროინდელი გატაცებაა, რომლისთვისაც შემეძლო დაუსრულებლად მესმინა და დღემდე მესამე საპატიო ადგილი უჭირავს ჩემს ფლეილისტში. 

2. Queen - Don’t Stop Me Now

თავი ყოველთვის "ქუინომანად" მიმაჩნდა. ზოგადად, Queen და ფრედი მერკური ამ მიმდინარეობაში ჩემთვის ყოველთვის პირველები იყვნენ. დიდხანს ვიფიქრე, რომელი კომპოზიცია მიყვარს ყველაზე მეტად და ვატყობ, მხოლოდ კონტექსტმა ამარჩევინა Don’t Stop Me Now. მგონია, რომ ტექსტი ჩემზეა (მუსიკაზე რომ არაფერი ვთქვა).

1. Mahalia Jackson - Summertime / Motherless Child 

არასდროს ვყოფილვარ სფირიჩუალისა და გოსპელის მოტრფიალე, მაგრამ კლასიკური ჯაზი და გერშვინი ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ, როდესაც მისი "პორგი და ბესიდან" მაჰალია ჯექსონის შესრულებული Summertime პირველად მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ქალი, გოსპელ-სფირიჩუალების მიმართ ჩემი გულგრილობის მიუხედავად, მეოცე საუკუნის მუსიკის ყველა ტიტანთა სიას ლიდერობს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული