Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა Super Bowl-ის დაწყებამდე გამართულ კონცერტზე ჰიტები შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნაციონალური საფეხბუთო ლიგის (NFL) ფინალური მატჩის, იგივე Super Bowl-ის დაწყებამდე გამართულ კონცერტზე ამერიკულ ჯგუფ Foo Fighters-ს სცენაზე Rage Against The Machine-ის ფრონტმენი, ტომ მორელო და Queen-ის დრამერი, როჯერ ტეილორი შეურთდნენ.

► ნახეთ: Super Bowl-ზე Maroon 5-ის შოუმ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

მუსიკოსებმა ღონისძიებაზე საკუთარი სიმღერების გარდა, სხვადასხვა ჰიტის ქავერ ვერსიები შეასრულეს. კონცერტი ამერიკულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა, Run The Jewels-მა გახსნა.

დეივ გროლი 1987-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა, სადაც ის ფრონტმენად მოგვევლინა. 13 გრემის მფლობელმა არტისტმა ბოლო ალბომი Concrete and Gold 2017 წელს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული