Thumbnail

ქუინსელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკი მინაჟი ახალგაზრდა კოლეგების, Lil Baby-ის და Gunna-ს ჰიტის, Drip Too Hard ალტერნატიულ ვერსიას Barbie Drip ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი ატლანტელი მუსიკოსი Turbo გახლავთ.

► მოუსმინეთ: Nicki Minaj - Barbie Goin Bad 

► ნახეთ: Nicki Minaj ვიდეორგოლს Hard White ავრცელებს 

► ნახეთ: ნიკი მინაჟი იაპონური Vogue-ის ფოტოსესიაში 

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული