Thumbnail

ნახეთ: 21 Savage-მა და J.Cole-მა კომპოზიციაზე A Lot კლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, პოპულარულ ტრეკზე A Lot გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიციაში ცნობილი რეპერი J. Cole მონაწილეობს. ნამუშევარი სევიჯის რიგით მერე სტუდიურ ალბომში I Am > I Was შედის, რომელიც გაყიდვაში შარშან, დეკემბერში ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 

► ნახეთ: 21 Savage-მა კომპოზიცია A Lot შეასრულა

► მოუსმინეთ: 21 Savage ალბომს I Am > I Was ავრცელებს

► ნახეთ: Metro Boomin და 21 Savage ვიდეორგოლს 10 Freaky Girls ავრცელებენ

21 Savage-მა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული