Thumbnail

ნახეთ: 10-წლიანი პაუზის შემდეგ Rammstein კლიპს იღებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფი Rammstein ათწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალ კლიპზე Black Dog, Big Fish მუშაობს. ბენდმა ინსტაგრამის გვერდზე გადასაღები მოედნიდან ფოტოები გაავრცელა. ვიდეორგოლზე ცნობილი შვედი რეჟისორი, გრემის მფლობელი იონას ოკერლუნდი მუშაობს.

► Rammstein-ის ახალი ალბომი 2019 წლის გაზაფხულზე გამოიცემა

► Rammstein ალბომის გამოცემის შემდეგ 3-წლიან ტურნეს დაიწყებს

"ცეცხლი კი არა, მონაზვნები", - წერს ბენდი.

View this post on Instagram

... no fire, but nuns!

A post shared by Rammstein (@rammsteinofficial) on

აღსანიშნავია, რომ გერმანული კოლექტივი კიდევ 4 ვიზუალური ნამუშევრის გამოშვებას აპირებს.

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული