Thumbnail

Celine Dion-ის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი სუპერვარსკვლავის, სელინ დიონის შესახებ ფილმის The Power of Love გადაღება იგეგმება. კინოსურათზე, რომელიც მუსიკოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს, ფრანგი რეჟისორი ვალერი ლემერსიე იმუშავებს. ის მომღერლის როლსაც თავად შეასრულებს. ნამუშევარი კინოეკრანებზე 2020 წლის 2 დეკემბერს გამოვა.

► Celine Dion: ჩემი სიგამხდრე თუ არ მოგწონთ, ნუ შემომხედავთ

► ნახეთ: Celine Dion-ს სატანიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

აღსანიშნავია, რომ სურათში სელინისა და მისი ქმრისა და მენეჯერის, რენე ანჯელილის ურთიერთობის ისტორიაც მოხვდება. რენე 2016 წელს გულის ინფარქტით გარდაიცვალა. 

The Power of Love მუსიკოსის ერთ-ერთი ჰიტის სახელწოდებაა. ჩანაწერი სელინის ალბომში The Colour of My Love შედის, რომელიც გაყიდვაში 1993 წელს ჩაეშვა. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული