Thumbnail

ნახეთ: Lil Baby ვიდეორგოლს Global ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, კომპოზიციაზე Global გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი ბეიბის მიქსტეიპის Street Gossip სინგლია.

► მოუსმინეთ: Yo Gotti - Put A Date On It Ft. Lil Baby

არტისტმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო. რეპერმა შარშან სოლო მიქსტეიპი Street Gossip, მის კოლეგასთან, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გამოაქვეყნა. ბეიბის განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული