Thumbnail

იანვარი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის იანვარში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Gesaffelstein & The Weeknd - Lost in the Fire

ფრანგმა პროდიუსერმა Gesaffelstein და კანადელმა არტისტმა The Weeknd თაყვანისმცემლებს ერთობლივ კომპოზიციაზე Lost in the Fire გადაღებული კლიპი შესთავაზეს. ტრეკი გეზაფელშტეინის მომავალ ალბომში Hyperion იქნება წარმოდგენილი.

9. Vampire Weekend - Harmony Hall

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა Vampire Weekend ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიცია Harmony Hall გამოუშვა. სიმღერა მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში Father Of The Bride შევა, რომელიც გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება.

8. Sehn - Wtrfll

ქართველმა არტისტმა ნიკოლოზ ინაშვილმა, სასცენო სახელით Sehn, ახალი კომპოზიცია Wtrfll გაავრცელა. ტრეკი მის სადებიუტო ალბომში Sleepy Eyes Hate Nights არის წარმოდგენილი, რომელიც 23 იანვარს გამოვიდა.

7. J. Cole - Middle Child

ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერმეინ ლამარ ქოულმა, ფსევდონიმით J. Cole, ახალი კომპოზიცია Middle Child გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი გრემის მფლობელი კანადელი პროდიუსერი T-Minus გახლავთ.

6. Sharon Van Etten - Seventeen

ამერიკელმა მუსიკოსმა შერონ ვან ეტენმა ახალი სიმღერა Seventeen და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. კომპოზიცია არტისტის ალბომში Remind Me Tomorrow შევიდა, რომელიც 18 იანვარს გამოიცა.

5. MokuMoku - Leaving Chicago

ქართულმა ჯგუფმა MokuMoku ახალი კომპოზიცია Leaving Chicago წარმოგვიდგინა. ტრეკი მუსიკოსების ახალ ალბომში Chicago Marinade შედის, რომელმაც დღის სინათლე იანვრის ბოლოს იხილა. 

4. Jessica Pratt - Aeroplane

იანვარში ამერიკელმა ფოლკ არტისტმა ჯესიკა პრეტმა სიმღერა Aeroplane შემოგვთავაზა, რომელიც მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიურ ნამუშევარში სახელწოდებით Quiet Signs შევა.

3. Vinda Folio & Next Dilla - გილგამეში ეძებს

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR ქართველი არტისტების თემურ ეზუგბაიას, სასცენო სახელით Vinda Folio და ზურა ჯიშკარიანის, ფსევდონიმით Next Dila, ახალი ერთობლივი ტრეკი "გილგამეში ეძებს" გაავრცელა.

2. Boogie - Rainy Days ft. Eminem

ჰიპ ჰოპ არტისტმა ენტონი დიქსონმა, ფსევდონიმით Boogie, ახალი კომპოზიცია Rainy Days გამოუშვა, რომელშიც ბუგის ლეგენდარული კოლეგა, ემინემი მონაწილეობს. 

1. James Blake ft. André 3000 - Where's The Catch

ბრიტანელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლეიკმა ახალი კომპოზიცია Where's The Catch გამოაქვეყნა. ტრეკი მან ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტთან, André 3000-თან ერთად ჩაწერა. ნამუშევარი ბლეიკის ალბომში Assume Form არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 18 იანვარს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული