Thumbnail

კრისტინა აგილერა: ვამაყობ, რომ დემიმ ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა კრიტინა აგილერამ Associated Press-თან ინტერვიუში მეგობრის, მომღერალ დემი ლოვატოს შესახებ ისაუბრა. როგორც არტისტმა აღნიშნა, ის ამაყია, რომ დემიმ ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა.

► კრისტინა აგილერა დემი ლოვატოს: ძალიან მენატრებოდი

"დემი შესანიშნავი ადამიანია. იცის, რა სურს ცხოვრებაში, როგორ უნდა გაუმკლავდეს პრობლემებს და შეინარჩუნოს სიძლიერე. მისით ძალიან ვამაყობ. გასაოცარი და უნიჭიერესი პიროვნებაა", - განაცხადა აგილერამ.

შეგახსენებთ, რომ დემი ლოვატო ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით საავადმყოფოში შარშან, ივლისში მოათავსეს. მას შემდეგ მუსიკოსი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. 

პოპვარსკვლავებმა 2018 წელს თაყვანისცემლებს ერთობლივი კომპოზიცია Fall In Line შესთავაზეს. სიმღერა აგილერას რიგით მერვე სტუდიურ ალბომში Liberation შედის. წელს ისინი, ერთობლივი ნამუშევრის დამსახურებით, გრემიზე "საუკეთესო პოპ დუეტის" კატეგორიაში არიან ნომინირებული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული