Thumbnail

The Alchemist: მე და Earl Sweatshirt-მა ალბომი სხვისი სახელით გავავრცელეთ, მოძებნეთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist, სოციალურ ქსელში დასმულ კითხვას, იმუშავეს თუ არა მან და შარშან გარდაცვლილმა მუსიკოსმა, მაკ მილერმა ერთობლივ კომპოზიციებზე, დადებითი პასუხი გასცა. მისი თქმით, ტრეკები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.

► ნახეთ: The Alchemist - E Coli Ft. Earl Sweatshirt 

► რეცენზია: Curren$y, Freddie Gibbs & The Alchemist - Fetti 

► მოუსმინეთ: The Alchemist - Fork In The Pot Ft. Conway, Westside Gun & Schoolboy Q 

ალქემისთმა ასევე გაამხილა, რომ მან და რეპერმა Earl Sweatshirt-მა კოლაბორაციული ალბომი ჩაწერეს და იუთუბზე სხვისი სახელით ატვირთეს.

- აპირებთ შენ და ერლი ერთობლივი ნამუშევრის შექმნას? - ჰკითხა თაყვანისმცემელმა.
- ჩვენ უკვე დავასრულეთ ალბომი და იუთუბზე უცნობი სახელით გავავრცელეთ. შეგიძლია, მოძებნო! - უპასუხა მუსიკოსმა.

ალქემისთის მუსიკალური კარიერა სათავეს 1993 წლიდან იღებს. არტისტის დისკოგრაფია 3 სტუდიურ ალბომსა და 60-ზე მეტ პროექტს აერთიანებს. მის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: Eminem, Dilated Peoples, G-Unit, Mobb Deep, B-Real, Nas, KRS-One, Snoop Dogg, Pusha T და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული